22 დეკემბერი 2024,   09:37
ვრცლად
კომპანიებზე მორგებული ტენდერები და გაფლანგული მილიონები - შსს-ში საფინანსო დარღვევების შესახებ აუდიტმა მწვავე დასკვნა გამოაქვეყნა

ერთ კომპანიაზე მორგებული პირობებით და ამის გამო საბიუჯეტო თანხების არაეფექტური ხარჯვით შინაგან საქმეთა სამინისტრო რეკორდსმენია. სახელწიფო აუდიტის სამსახურმა გიორგი მღებრიშვილის მინისტრობის პერიოდში ამ უწყების მიერ ჩატარებული ტენდერები შეისწავლა და მწვავე დაასკვნა დადო.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო შესასყიდი პროდუქციის პარამეტრების ისეთ დეტალიზაციას ახდენდა, რომ ასეთი პროდუქტი მხოლოდ კონკრეტულ კომპანიებს ჰქონდა, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ სამინისტრომ წინასწარ იცოდა ამ მანიპულაციების საშუალებით ვის უნდა მოეგო ტენდერი.

ტენდერების ასეთი პრაქტიკით ჩატარების გამო გიორგი მღებრიშვილის მინისტრობის პერიოდში სახელმწიფომ მილიონობით ლარი იზარალა.

ბოლო პერიოდში უკონკურენტო და გამარტივებული შესყიდვების რიცხვი 37%-ით გაიზარდა, ანუ წლიდან წლამდე ხალხი უფრო მეტს იხდის პროდუქციაში, რომელიც შეიძლება სახელმწიფოს უფრო იაფად ეყიდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ ამბობენ, რომ სახელმწიფო შესყიდვების ეს პრაქტიკა კორუციის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

სტუდია „მონიტორის“ გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფის აზრით, მორგებული სახელმწიფო შესყიდვებით მხოლოდ კონკრეტული მაღალჩინოსნების და მათთან დაკავშირებული პირების ინტერესი კმაყოფილდება.

 

დღის ამბები