22 დეკემბერი 2024,   08:56
ვრცლად
თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობის სურვილი ავსტრიის ერთ-ერთმა კლინიკამ გამოთქვა

ავსტრიის ერთ-ერთმა კლინიკამ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი, თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობის სურვილი გამოთქვა. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი ახალგაზრდა კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

დღეს საავამდყოფოში პაციენტის დოკუმენტაცია გამოითხოვა დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მაია ნიკოლაიშვილმა. ის დღეს პანკისის ხეობაში იმყოფებოდა და დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახი დაათვალიერა. მაია ნიკოლაიშვილის თქმით, შემთხვევის ადგილიდან მან საკმარისი მტკიცებულებები მოიპოვა.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულთა ადვოკატებს დღეს გამოძიებამ გაუთქმელობის ვალდებულება დააკისრა. დოკუმენტებზე ხელი იურისტებს დღეს მოაწერინეს.

დღეიდან ადვოკატებს აღარ აქვთ უფლება, ისაუბრონ საქმის მასალების და იმ მტკიცებულებების შესახებ, რომელიც ტერორიზმის საქმეზე სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს.

გაუთქმელობის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, რუსლან ალდამოვის ადვოკატმა ბრალდებული გლდანის ციხეში მოინახულა. მარიამ კუბლაშვილმა დღეს დაკავებულს გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულთა და დაკავებულის ფოტოები აჩვენა, რომელთაგან მან ერთ-ერთი ამოიცნო.

პანკისელების შეფასებით, სუს-ის მიერ გუშინ გავრცელებული ვიდეო მასალა რეალურ მტკიცებულებებს არ შეიცავს.

გადაიყვანენ თუ არა ავსტრიაში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ დაჭრილს, ჯერ უცნობია. ოჯახთან ერთად კლინიკებთან მოლაპარაკების პროცესში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროც.

ავტორი: ნინო გაზდელიანი, ია გულიაშვილი.

დღის ამბები