22 დეკემბერი 2024,   09:41
ვრცლად
სამოქალაქო საზოგადოების აზრით, მაღლაფერიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს - მწერლები და უფლებადამცველები ბორდის გადაწყვეტილებას ელოდებიან

სამოქალაქო საზოგადოება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება. ბორდმა მწერლებისა და უფლებადამცველების მოთხოვნაზე უნდა იმსჯელოს. პოეტ ზვიად რატიანის კოლეგები და უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული ვიდეომასალის გამო საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს და თანამდებობა დატოვოს.  

სანამ სამეურვეო საბჭო მაღლაფერიძის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავს, მწერლები, ხელოვანები და უფლებადამცველები ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.

მორალურთან ერთად, უნდა აიღოს თუ არა ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობრივი პასუხისმგებლობაც, სამეურვეო საბჭოს წევრების ნაწილმა საკუთარ პოზიციაზე საჯაროდ საუბარი არ ისურვა, თუმცა ბორდის წევრების ნაწილი, საკუთარ პოზიციას არც გადაწყვეტილების მიღებამდე მალავს. ვასილ მაღლაფერიძე დღეს მედიასთან არ გამოჩენილა.

საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს მედიაანალიტიკოსები აკვირდებიან, მათ შორის ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, სადაც ამბობენ, რომ ზვიად რატიანის ამბავი არის მორიგი მაგალითი თუ როგორ შორდება არხი მის რეალურ დანიშნულებას. 

ამავე თემაზე
დღის ამბები