გრემის მფლობელი ჯაზ-ვოკალისტი თბილისში მეორე კონცერტს 12 იანვარს გამართავს. გრეგორი პორტერი მსმენელს მისი კარიერის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნათ კინგ კოლისთვის მიძღვნილ ალბომს წარუდგენს.
2017 წლის პროექტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აკომპანირებით გაჟღერდება.
გრეგორი პორტერმა ბოლო ალბომი 2017 წლის ბოლოს გამოუშვა და ის მხოლოდ ერთ ადამიას მიუძღვნა, ყველა სიმღერა მომღერლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკოსი და მსოფლიოში აღიარებული, ლეგენდარული ნათ კინგ კოლის რეპერტუარიდან შეარჩია.