22 დეკემბერი 2024,   09:43
ვრცლად
"ბრალდების სიტყვებიდან იკვეთება პოლიტიკური კონტექსტი,“ - ანა დოლიძე მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე საუბრობს

„ეს ბრალდება შეწყალების უფლებამოსილების არასწორად გამოყენება, სავარაუდოდ, არის მსუსხავი ეფექტის შემცველი სხვა ადამიანების მიმართ, გიორგი მარგველაშვილის მიმართ. კონსტიტუციურ უფლებამოსილებას შეწყალებისას იყენებს მიხეილ სააკაშვილის შემდეგ პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკურ კონტექსტშია მოხვედრილი,“- ეს განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ანა დოლიძის შეფასებით, შეწყალების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება სუსტია.

„ეს არ არის ბრალდება, რომელიც წარდგენილი იყო სააკაშვილის მიმართ, ის, რომ მან არასწორად გამოიყენა კონსტიტუციური უფლებამოსილება, შეწყალების უფლებამოსილება, ძალიან სუსტია, ეს სისუსტე საფრთხის მომცველია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს სისუსტე საფრთხის მომცველია იმიტომ, რომ საქმე გვაქვს ექსპრეზიდენტთან. ეს ბრალდება კონკრეტულ პოლიტიკურ კონტექსტშია წარდგენილი. თავად ბრალდების სიტყვებიდან იკვეთება პოლიტიკური კონტექსტი,“- აღნიშნა ანა დოლიძემ.

 

 

დღის ამბები