22 დეკემბერი 2024,   09:54
ვრცლად
ეს არის გაფრთხილება - გია ვოლსკი შეწყალების უფლების გამოყენების გამო მიხეილ სააკაშვილის გასამართლებაზე საუბრობს

„ნუთუ ვერ გაარჩია, რა ხდება და რა საკითხზე არის პრეზიდენტი მსჯავრდებული, არა იმაზე, რომ განახორციელა მან თავისი საკონსტიტუციო უფლებები, არამედ ის, რაც ამას უძღოდა წინ, როგორ მოიყვანა საქმე იქამდე, რომ ეს კონკრეტული პირების მიმართ განეხორციელებინა ეს უფლება,“ - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გია ვოლსკიმ პრეზიდენტის მდივნის, ანა დოლიძის მიერ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას გააკეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 179 პატიმრის შეწყალების გამო, რომელთა შორის სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირები იყვნენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ანა დოლიძის თქმით, სააკაშვილის საქმეში პროკურორის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ეს საქმე იქნება პრეცენდენტი მომავლისთვის.

გია ვოლსკი არგუმენტისთვის სტრასბურგის გადაწყვეტილებას იშველიებს.

„საერთაშორისო სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებით, რაც მოხდა სხვადასხვა სტრუქტურებს შორის და რომელიც დააგვირგვინა პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ და ამ გადაწყვეტილების წინაპირობა შექმნა პრეზიდენტმა,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ ეს შემთხვევა სხვებისთვისაც მაგალითი იქნება.

„ნებისმიერმა პრეზიდენტმა და ეს არის გაფრთხილება სწორედ, მომავალში,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები