22 დეკემბერი 2024,   09:31
ვრცლად
სააკაშვილი ამ მთელ სცენარში, რომელიც აღწერილია პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში, არის ჭანჭიკი - ანა დოლიძე

„მიხეილ სააკაშვილი ამ მთელ სცენარში, რომელიც აღწერილია პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში, არის ჭანჭიკი, მთავარი შემოქმედი არის სასამართლო სისტემა, რომლის მთავარი შემადგენელი ნაწილები თავის ადგილას არიან. ევა გოცირიძე, რომელმაც ლევან მურუსიძე, გირგვლიანის საქმის მთავარი შემოქმედი, ლამის ეროვნულ გმირად გამოაცხადა, დაწინაურდა,“- ეს განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ანა დოლიძემ შეწყალების საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილ ბრალდებაზე ისაუბრა.

„როდესაც  ავიღებთ მიხეილ სააკაშვილს როგორც ერთ-ერთს შემოქმედს, თუ არ გვინდა დაგვრჩეს შთაბეჭდილება, რომ ეს არის პოლიტიკურად გამომცხვარი ბრალდება, მაშინ შევხედოთ მთელ რიგ მოვლენებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 9 წლის განმავლობაში, რომლის მთავრი სცენარის ავტორები არათუ სახლში არ არიან გაშვებულები, დაწინაურებულები არიან,“- განაცხადა ანა დოლიძემ.

 

დღის ამბები