22 დეკემბერი 2024,   09:18
ვრცლად
"სულელური შეკითხვა" - გია ვოლსკი მოსამართლე ლევან მურუსიძესთან დაკავშირებით დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა

გადაცემა „არჩევანის“ ეთერში „ქართული ოცნების“ წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გია ვოლსკის გაღიზიანება მოსამართლე ლევან მურუსიძესთან დაკავშირებით დასმულმა კითხვამ გამოიწვია.

ნოდარ მელაძის კითხვა სასამართლო გადაწყვეტილებას ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, რაზეც გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ მოსამართლემ არაკონსტიტუციური უფლების გამოყენების გამო გაასამართლა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, არამედ იმის გამო, რაც ამ ყველაფერს წინ უძღოდა.

გია ვოლსკის გაღიზიანება კი ლევან მურუსიძესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას მოჰყვა, რომელშიც გადაცემის წამყვანმა იკითხა, თუ რატომ ჩაბარდა სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს სასამართლო სისტემა. 

გია ვოლსკის განცხადებით, ეს „სულელური“ კითხვა იყო და პასუხის გაცემას არ აპირებს.

„თქვენ ამ სასამართლოსთან დაკავშირებით კონკრეტულად რა პრეტენზიები გაქვთ, რომელ განაჩენთან დაკავშირებით გაქვთ პრეტენზიები?“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები