22 დეკემბერი 2024,   08:55
ვრცლად
„შეწყალების კონსტიტუციური უფლება აპრიორი არ ნიშნავს, რომ ეს უფლება გამოყენებული უნდა იქნას ვინმეს მიერ, როგორც მას მოესურვება“- პროკურორი

„შეწყალების კონსტიტუციური უფლება აპრიორი არ ნიშნავს, რომ ეს უფლება გამოყენებული უნდა იქნას ვინმეს მიერ, როგორც მას მოესურვება,“- ეს განცხადება პროკურორმა „იმედის“ ეთერში გააკეთა. ირაკლი ნადარეიშვილმა შეწყალების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე ისაუბრა. პროკურორის თქმით, შეწყალების უფლების გამოყენება კეთილსინდისიერად უნდა მოხდეს.

„უმჯობესი იქნებოდა პრეზიდენტს სამართლებრივი კონსულტაციები აეღო. დევნის დაწყება შეწყალების მუხლით, ასეთი ტერმინოლოგია არ არსებობს, დევნის დაწყება მოხდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით... შეწყალების თემაზე საზოგადოებაში არასწორად მიდის აპელირება, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი პოლიტიკური ინტერესების, მაღალჩინოსნების სისხლის სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით გასცა უკანონო დაპირება და ჯერ კიდევ მაშინ გასცა დაპირება, სანამ ამ პირებს დააკავებდნენ,“- აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები