18 აპრილი 2024,   13:31
ვრცლად
თურქეთის ხელისუფლება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას კიდევ სამი თვით გაახანგრძლივებს

თურქეთის ხელისუფლება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას კიდევ სამი თვით გაახანგრძლივებს. განცხადება ამ თემაზე ვიცე პრემიერმა გააკეთა. საგანგებო მდგომარეობა თურქეთში 2016 წელს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ გამოცხადდა და მას შემდეგ ის უკვე 5 -ჯერ გახანგძლივდა.

ადგილობრივი კანონმდებლობით საგანგებო მდგომარეობის პირობებში, პრეზიდენტს და მინისტრთა კაბინეტს საშუალება აქვთ პარლამენტის გვერდის ავლით საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელონ და შეზღუდონ ადამიანის უფლებები და გამოხატვის თავისუფლება.

2016 წლის ზაფხულში მომხდარი ამბოხის შემდეგ, ხელისუფლებამ 50 ათასამდე ადამიანი დააპატიმრა და სახელმწიფო და კერძო სექტორის 150 ათასზე მეტი თანამშრომელი დაითხოვა.

ოფიციალური ანკარას ეს ნაბიჯები დასავლეთმა რეპრესიებად შეაფასა.

დღის ამბები