დღეიდან მთელ საქართველოში ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ დილამდე დასავლეთ საქართველოში ნალექია მოსალოდნელი, რამაც სინოპტიკოსების თქმით, ზღვაზე შესაძლოა, 4-5 ბალიანი შტორმი გამოიწვიოს.
მთელი საქართველოს ტერიტორიაზე დღეს ღამე ძლიერი ქარი იქნება. მაღალმთიან ზონებში კი სინოპტიკოსები ქარბუქსაც ვარაუდობენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დაბალი ტემპერატურა საქართველოში 17 იანვრამდე იქნება.