25 აპრილი 2024,   18:53
ვრცლად
ტრაგიკული დაუდევრობა ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში - ორ ჭირისუფალ ოჯახს სხვადასხვა მიცვალებული გაატანეს

ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში ტრაგიკული დაუდევრობა მოხდა - ორ ჭირისუფალ ოჯახს სხვადასხვა მიცვალებული გაატანეს. შეცდომა მხოლოდ რამდენიმე დღის დაგვიანებით, გასვენების წინ გამოვლინდა.

ზესტაფონის რაიონში დაკრძალვამდე რამდენიმე საათით ადრე გაარკვიეს, რომ ცერცვაძეები და რუხაძეები დღეების განმავლობაში არა საკუთარ ოჯახის წევრს, არამედ ერთმანეთის მიცვალებულებს დასტიროდნენ.

გაუგებრობა საავადმყოფოდან დაიწყო. ქალაქ ზესტაფონსა და სოფელ საქარაში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული მამაკაცები 4 იანვარს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში დაიღუპნენ.

ერთ-ერთი გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, რომ სამედიცინო ცენტრიდან მისი მეუღლის ნაცვლად შეცდომით, მეორე მიცვალებული გამოატანეს. ოჯახის ახლობლებს საკუთარი მიცვალებულის ნამდვილობაში ეჭვი იქვე შეეპარათ, თუმცა, დაარწმუნეს, რომ გარდაცვლილი სწორედ მათი ნათესავი იყო.

ოჯახის ახლობლები მომხდარზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ.

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში შეცვლილ მიცვალებულებზე კომენტარი არ გაკეთებულა.

მომხდარის გახმაურების შემდეგ კლინიკის დირექტორმა მობილური ტელეფონი გამორთო და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.

დღის ამბები