25 აპრილი 2024,   20:13
ვრცლად
აქცია თავდაცვის სამინისტროსთან - სარაგბო კლუბ „არმიას“ მორაგბეებს უწყება პასუხობს

სარაგბო კლუბ „არმიას“ მორაგბეებმა თავდაცვის სამინისტროსთან დღეს კიდევ ერთი აქცია გამართეს. ისინი უწყებისგან გუნდის დაფინანსებასთან დაკავშირებით სიახლეების გაგებას ელიან. გუშინდელისგან განსხვავებით დღეს თავდაცვის სამინისტრომ უკვე მედიისთვის კომენტარიც გააკეთა და შექმნილ ვითარებაში კლუბის მენეჯმენტი დაადანაშაულა.

კლუბის პრეზიდენტი, ზოდიკო ფარქოსაძე კი დღესაც ადასტურებს, რომ მათ თავდაცვის სამინისტროსგან დაფინანსების შეწყვეტაზე ოფიციალური შეტყობინება არ მიუღიათ.

თავდაცვის სამინისტროდან მორაგბეებმა, რაგბის კავშირში გადაინაცვლეს, სადაც შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა დაადასტურა, რომ თავადაც ესწრებოდა მოლაპარაკებებს და მხარეები ინფორმირებული იყვნენ, რომ უწყება არმიას დაფინანსებას აღარ გააგრძელებდა.

სარაგბო ჩემპიონატის დიდი ათის განახლებამდე 3 კვირაზე ნაკლები რჩება და ჯერაც უცნობია, რა ბედი ელის „არმიას.“

ამავე თემაზე
დღის ამბები