25 აპრილი 2024,   00:30
ვრცლად
დაკავება ნარკოდანაშაულისთვის - მარნეულში დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღეს

სამართალდამცავებმა განსკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მარნეულში ერთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 32,03 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს, რომელიც, ქიმიური ექსპერტიზის თანახმად, 19,45 გრამ ჰეროინს შეიცავს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. 

დღის ამბები