27 დეკემბერი 2024,   02:32
ვრცლად
კორუფციის ნიშნები - ომბუდსმენი სუს-ის უფროსის მოადგილის ქონებაზე გამოძიების დაწყებას პროკურატურას სთხოვს

სახალხო დამცველის აპარატი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის ქონებით რუსთავი2-ის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ დაინტერესდა.

ომბუდსმენის აპარატი დაინტერესდა, რამდენად კანონიერად მოახდინა 2016 წელს სუს-ის უფროსის მოადგილის, სოსო გოგაშვილის, ცოლის დამ კახეთში 1 755 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთებისა და თბილისში, ცაგარელის ქუჩაზე, მდებარე საცხოვრებელ სახლის ყიდვა.

თავდაპირველად ფაქტების შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა თავად დაიწყო და მას შემდეგ, რაც კორუფციის ნიშნები გამოიკვეთა, გოგაშვილის ქონებაზე გამოძიების დაწყება პროკურატურას სთხოვს.   

უჩა ნანუაშვილის მოთხოვნაზე პასუხი ახალმა სახალხო დამცველმა მიიღო. შოთაძის უწყებამ სუს-ის მაღალჩინოსნის საქმეში კორუფციის ნიშნები ვერ დაინახა და გამოძიების დაწყებაზე უარი თქვა. ამის შემდეგ პროკურატურას სახალხო დამცველის აპარატმა ხელახლა მიმართა და ინფორმაცია იმაზე გამოითხოვა, თუ რა კონკრეტული მასალებისა და დოკუმენტაციის შესწავლით მივიდა შოთაძის უწყება დასკვნამდე, რომ დიდი ქონება სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრების სახელზე კორუფციული გარიგების შედეგად არ გაფორმებულა.

ოპოზიცია ელიტურ კორუფციაზე და მის სისტემურ ხასიათზე საუბრობს. 

 

 

ავტორი: თაკო სურგულაძე 

დღის ამბები