07 დეკემბერი 2024,   06:36
ვრცლად
ბიტკოინები და დენის გაძვირება - ტარიფის ზრდის მიზეზი გაზრდილი მოხმარებაა

დენი გაძვირდა, ტარიფის ზრდის მიზეზი გაზრდილი მოხმარებაა. საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა კრიპტოვალუტის გამომუშავებით, ბიტკოინებს კი დენი სჭირდება.

თბილისში მდებარე დატა ცენტრი, დაახლოებით, იმდენივე ელექტროენერგიას მოიხმარს, რამდენსაც მთელი კახეთი. ენერგეტიკოსები და ტექნოლოგიის სპეციალისტების ადასტურებენ, რომ ასეთი სიმძლავრის საწარმოები ელექტროენერგიაზე მოთხოვნას ზრდის. 

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ბიტკოინების საწარმოს უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესი დგას. არგუმენტად კი ის ფაქტი მოჰყავთ, რომ ბითფიურმა 2014 წელს 20-მილიონიანი დაფინანსება ყოფილი პრემიერმინისტრის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდისგან მიიღო.

კაიმანის კუნძულების ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის ტერიტორიისთვის თავისუფალი ეკონომიკური ზონის სტატუსის მინიჭებაში რომან გოცირიძე ელიტარული კორუფციის ნიშნებს ხედავს.

იმის გამო, რომ ბითფიური თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მდებარეობს, კანონის მიხედვით, კონკრეტული შეღავათებით სარგებლობს, მათ შორის არ იხდის მოგებისა და იმპორტის გადასახადებს, გათავისუფლებულია დეღეგესგან.

ბითფიურში ადასტურებენ, რომ კანონის მიხედვით ბიუჯეტში გადასახადს, თითქმის, არ იხდიან. კომპანიის ხელმძღვანელობის მტკიცებით, ბითფიურთან ბიძინა ივანიშვილს კავშირი არა აქვს. 

დღის ამბები