ისრაელის არმიამ საიდუმლო გვირაბი გაანადგურა, რომელსაც ჰამასის წევრები თავდასხმების მოსაწყობად იყენებდნენ.
სამხედროების ცნობით, მებრძოლებს კილომეტრნახევრიანი გვირაბი ღაზის სექტორიდან ისრაელისა და ეგვიპტის მიმართულებით ჰქონდათ გათხრილი.
ავიადარტყმები სამიზნეზე გვიან ღამით განხორციელდა.
იერიშის დროს უსაფრთხოების მიზნით ჩაკეტეს ღაზის საზღვართან მდებარე სატრანზიტო გამშვები პუნქტიც, რომლითაც კომერციული და ჰუმანიტარული ტვირთები გადააქვთ.
ბოლო ორი თვის განმავლობაში ისრაელის ავიაციამ პალესტინელი მებრძოლების საიდუმლო გვირაბი უკვე მესამედ დაბომბა.