22 დეკემბერი 2024,   09:34
ვრცლად
მეუფე შიომ ძველი სტილით ახალი წელი სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს და მთელ საქართველოს მიულოცა

ძველი სტილით ახალი წელი სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს და მთელ საქართველოს პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ, მიულოცა. 

მართლმადიდებელი ეკლესია კი დღეს წინდაცვეთის დღესასწაულს აღნიშნავს.

მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებაში დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მრევლს ცოდვების მონანიებისკენ მოუწოდა.

„ადამიანი სიყრმიდანვე უნდა ზრუნავდეს თავის სულიერ წინდაცვეთაზეც. წინდაცვეთაზე, როგორც ცოდვების მოკვეთაზე, ცუდი აზრების, არა წმინდა გულის თქმების, ამაო სურვილების და მისწრაფებების მოკვეთაზე. ეს არის გზა ქრისტიანული. ამიტომ ვინათლებით ჩვენ, ამიტომ შევდივართ ახალ აღთქმის ეკლესიაში, რომ შევუერთდეთ უფალს და გადარჩეს ჩვენი სული,“ - განაცხადა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ.

დღის ამბები