15 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
ავიაკომპანია Pegasus-ის თვითმფრინავი კატასტროფას გადაურჩა

ავიაკომპანია Pegasus-ის თვითმფრინავი კატასტროფას გადაურჩა. შემთხვევა ტრაბზონის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. ბოინგ 737 დაშვების შემდეგ ბილიკზე მოსრიალდა და დახრილ ფერდობზე გაჩერდა.

ინციდენტის დროს ბორტზე 162 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად არც ერთი მათგანი არ დაშავებულა.

თვითმფრინავი რეისს ანკარიდან ტრაბზონის მიმართულებით ასრულებდა.

მომხდარის მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

ინციდენტის შემდეგ ტრაბზონის აეროპორტმა რამდენიმე საათით მუშაობა შეაჩერა. გადაიდო ავიაკომპანია თურქეთის ავიახაზების რამდენიმე რეისი.

დღის ამბები