22 დეკემბერი 2024,   09:41
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი "შაბათის კურიერში" გასულ რეპორტაჟს და პოროშენკოს პასუხს ეხმაურება

შაბათის კურიერში გასულ სიუჟეტს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეფასებით, ის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ღამის სამ საათზე უარყო ოფიციალურად რუსთავი2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, პოროშენკოს ადმინისტრაციაში არსებულ პანიკაზე მიუთითებს.

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ არგუმენტი პოროშენკოს შვილის ოფიციალური ქორწინების თარიღის შესახებ დამაჯერებელი არ არის.

"ადამიანებმა შესაძლოა, იცხოვრონ ქორწინებაში ოფიციალური რეგისტრაციის გარეშეც. მით უმეტეს, თუ ამტკიცებ, რომ ეს არის ეფ-ეს-ბე-ს შემოგდებული, არ არის საჭირო ჩათვალო ისინი იმდენად სულელებად, რომ მათ ეს ფაქტები არ გადაამოწმეს," - წერს სააკაშვილი.

ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერის თქმით, პოროშენკო მტრული ქვეყნის წარმომადგენლებთან არაოფიციალური ხასიათის ინტენსიურ კონტაქტებს მხარს უჭერს.

"ვიცი, რომ 29 დეკემბერს პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს პოროშენკომ ჩემს წინააღმდეგ საქმეში თანამშრომლობა სთხოვა. ვერ ვიჯერებ, რომ მას შეეძლო, ეს დოკუმენტი საკუთარი ხელით დაეწერა იმის გათვალისწინებით, რომ ხელნაწერები არ იწვის. თუმცა, მეორე მხრივ, მე არ მჯეროდა ლეხ ვალენსასა და სხვა მსოფლიო მოღვაწეებზეც, რომლებიც ბევრად უფრო პატივცემულები არიან, ვიდრე პოროშენკო," - წერს მიხეილ სააკაშვილი.

პრეზიდენტ პოროშენკოს წერილის შესახებ სიუჟეტი შაბათის კურიერში გუშინ გავიდა. კონფიდენციალურმა წყარომ ჩვენ გადმოგვცა ხელნაწერები, რომელიც 2007 წლის 3 თებერვლით თარიღდება და რომლის ადრესატი რუსეთის უშიშროების სამსახურია.

წერილში უკრაინის პრეზიდენტი ანტირუსულ კამპანიას ემიჯნება და პირობას დებს, რომ რუსეთის საწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობას არასოდეს მიიღებს. პეტრო პოროშენკო რუსეთისადმი ერთგულებას, წერილის მიხედვით, რეგიონების პარტიის დამფუძნებლობით და რუსეთში მისი ბიზნესინტერესებით ხსნის. 

ამავე თემაზე
დღის ამბები