22 დეკემბერი 2024,   09:38
ვრცლად
საქართველოს ეროვნული სიმბოლოს - სახელმწიფო დროშის, დღე რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა

14 იანვარი საქართველოს ეროვნული სიმბოლოს - სახელმწიფო დროშის დღეა.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით  რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. მათ შორის პრეზიდენტის სასახლეშიც, სადაც გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული სიმბოლო, ეროვნული გმირების გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას  შვილებთან ერთად, აღმართა.

გარდა ამისა, პრეზიდენტი იმყოფებოდა კახეთსა და მცხეთაშიც, სადაც ისტორიულ ციხეებზე დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გამართული სახელწმიფო დროშის დღისადმი მიძღვნილს ღონისძიებაშიც მიიღო მონაწილეობა.

საზეიმო მიღება გაიმართა პარლამენტშიც, სადაც შეკრებილებს დღევადელი დღე პარლამენტის თავმჯდოარემ, ირაკლი კობახიძემ, მიულოცა.

ხუთჯვრაინი დროშით საქართველო ისტორიულ წყაროებში ჯერ კიდევ მე-14 საუკუნის პორტულანზე ფიქსირდება, თუმცა, ქვეყნის ეროვნულ სიმბოლოდ დროშა 2004 წელს გამოცხადდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები