22 დეკემბერი 2024,   09:37
ვრცლად
გურიაში ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის მუზეუმის მშენებლობა დაიწყო

გურიაში ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის მუზეუმი გაიხსნება.

ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში მუზეუმის მშენებლობა დღეიდან დაიწყო. იდეა ანზორ ერქომაიშვილს ეკუთვნის. მუზეუმი მისი ბაბუის - არტემ ერქომაიშვილის, სახელობის იქნება.

მშენებლობას ადგილობრივი ბიუჯეტი დააფინანსებს. მუზეუმის გახსნა კი აგვისტოში იგეგმება. 

დღის ამბები