22 დეკემბერი 2024,   09:42
ვრცლად
ახალი წელი საარსებო წყაროს გარეშე - პენსიონერი ქალბატონი სოციალური დახმარების აღდგენას რამდენიმე თვეა უშედეგოდ ითხოვს

ონკოლოგიური ავადმყოფი, პენსიონერი ეთერ ზარქუა, სოციალური დახმარების აღდგენას რამდენიმე თვეა, უშედეგოდ ითხოვს. ერთადერთი საარსებო წყარო პენსიონერს მისთვის გაურკვეველი მიზეზებით შეუწყდა.

მის საცხოვრებელში ისეთი ტემპერატურაა, როგორიც გარეთ. სახლს ნახევარი სახურავი არა აქვს, რის გამოც შენობაში მუდმივად წვიმს. ერთადერთი შემოსავლის წყარო, რომელიც ათი ძირი თხილის ხის სახით აქვს, წელს ფაროსანამ სრულიად გაუნადგურა.

სოციალური დახმარების გარეშე დატოვებულ ოჯახს მეზობლები საკვებით და ფულით ეხმარებიან.

ოჯახმა მოხსნილი სოციალური დახმარების გამო, ადგილობრივ და ცენტრალურ სოციალურ სამსახურს უკვე რამდენჯერმე მიმართა, თუმცა, უშედეგოდ.

ოჯახს სოციალური მუშაკი განმეორებით მხოლოდ მომავალ წელს მიაკითხავს.

 

 

ავტორი: ემა გოგოხია

დღის ამბები