22 დეკემბერი 2024,   09:03
ვრცლად
"გვიახლოვდება ბალისტიკური რაკეტა... მოძებნეთ თავშესაფარი" - ცრუ განგაში ჰავაიზე და გუბერნატორის ბოდიში მოსახლეობას

„გვიახლოვდება ბალისტიკური რაკეტა. დაუყოვნებლივ მოძებნეთ თავშესაფარი. ეს სასწავლო განგაში არ არის," - ამ შინაარსის ტექსტური შეტყობინება ჰავაის შტატის მოსახლეობამ დილის 8 საათზე მიიღო.

სარაკეტო იერიშის შესახებ ინფორმაცია ტელევიზიებმა და რადიო სადგურებმაც გადასცეს, რამაც ადგილობრივებში პანიკა გამოიწვია. შეშინებული ხალხი ქუჩაში გავიდა და უსაფრთხო ადგილის ძებნა დაიწყო.

განგაშის გამოცხადებიდან მხოლოდ 40 წუთის შემდეგ გაირკვა, რომ რეალურად საფრთხე არ არსებობდა. ცრუ განგაში საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლის შეცდომამ გამოიწვია, რომელმაც თითი არასწორ ღილაკს დააჭირა.

ცრუ განგაშის გამოცხადების გამო, შტატის გუბერნატორს მოსახლეობისთვის ბოდიშის მოხდა მოუწია. 

დღის ამბები