22 დეკემბერი 2024,   09:05
ვრცლად
სამშენებლო პროექტებს მონიტორინს 6 კომპანია 45 მილიონ ლარად გაუწევს

45 მლნ ლარი - ესაა თანხა, რომელსაც ადგილობრივი გამგეობები სამშენებლო პროექტების მონიტორინგზე მომდევნო 2 წლის განმავლობაში დახარჯავენ. ის, თუ რამდენად ხარისხიანად იგება გზა, ან საკმარისი იქნება თუ არა ხიდის სიგრძე ერთი ბოლოდან მეორეზე გადასასვლელად, დღეიდან სწორედ კერძო კომპანიებმა უნდა გააკონტროლონ.

ყველა შესყიდვა გამგეობებმა არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ერთი და იმავე დღეს - 2017 წლის 7 ივლისს და იდენტური პირობებით გამოაცხადეს. თითქმის ყველგან ტენდერი კონკურსის გარეშე ჩატარდა, რაც შესყიდვების მონიტორინგის ცენტრის დამფუძნებელს აფიქრებინებს, რომ 45 მილიონი ლარის ბედი დიდი ხნით ადრე იყო განსაზღვრული.

ხუთ ტენდერში ერთადერთი მონაწილე იყო და გამარჯვებაც უკონკურენტო მონაწილეებს ფასდათმობის გარეშე დარჩათ. კიდევ 3 ტენდერში კი კომპანია ექსპერტ ჰაუსმა გაიმარჯვა. სამივე შემთხვევაში მან დიკსვალიფიკაცია მიიღო და საბოლოოდ კონტრაქტი ისევ იმ კომპანიებთან გაფორმდა, ვინც ყველაზე მეტ თანხას ითხოვდა.

8 მსხვილი ტენდერი და ჯამში 45 მილიონი ლარი სულ 6-მა კომპანიამ გადაინაწილა. ყველაზე მეტი კითხვა კი არასამთავრობო ორგანიზაციაში სწორედ ამ კომპანიებთან აქვთ. კომპანიებს შორის არიან ისეთებიც, ვისი დამფუძნებლებიც ქართულ ოცნების შემომწირველები არიან.

 

 

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი

დღის ამბები