22 დეკემბერი 2024,   09:00
ვრცლად
თემურ ბაბლუანი თავისი პირველი რომანის გამოსაცემად ემზადება

თემურ ბაბლუანი თავისი პირველი რომანის გამოსაცემად ემზადება. რომანს - ”მთვარე, მზე და პურის ყანა, მანუშაკა მელოდება”, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა დაბეჭდავს.

ერთ გრძელ ღამეში გატაცებით წასაკითხი ამბავი 1960-იანების თბილისში იწყება. მთავარი გმირი ჯუდე ანდრონიკაშვილია, რომელსაც დედა 4 წლისას, არტილერიის მხარბეჭიანი კაპიტნის გამო, მიატოვებს. არსენალის მთის ძირში დაწყებული ცხოვრება ჯუდეს მთელი საბჭოეთის ტყეებს და ტრამალებს მოატარებს. რამდენიმე ათეულ წელს სხვისი დანაშაულებებისთვის სხვადასხვა საპატიმროებში ატარებინებს, მაგრამ ერთადერთი სიყვარულის დავიწყებას ვერადავერ აიძულებს.

რომანს მწერალი მეუღლეს უძღვნის, რომელსაც ყველაფრისთვის მადლობას და ბევრი რამისთვის ბოდიშს უხდის.

დღის ამბები