22 დეკემბერი 2024,   08:53
ვრცლად
ვან გოგის ცხოვრება - P.S. მხატვრის სამყაროში

ცნობილი მხატვრის, ვან გოგის, ისტორია ჰოლანდიის სოფელ ნუნენში დაიწყო. მხატვარი იქ 1882 წლიდან 1885 წლამდე ცხოვრობდა და შეიძელება ითქვას, რომ სწორედ აქედან დაიწყო მისი მოღვაწეობა.

ვან გოგის მუზეუმის კურატორი, ფრენკ ვან დენ ბოგაარდი, ამბობს, რომ სოფელში მხატვარი დიდად არ უყვარდათ. მას "გიჟსა" და "იდიოტს" უწოდებდნენ, რაც ძირითადად მისი ჩაცმულობიდან იყო გამოწვეული.

სოფელში ცნობილი მხატვრის სახელის უკვდავსაყოფად კედლებსა და მიწაზე მის მხატვრობას თითქმის ყველგან შეხვდებით. 

სოფელს წელიწადში 25 ათასი სტუმარი ჰყავს და ყველა მათგანი ვან გოგის შემოქმედების სანახავად მიდის.

იმ პერიოდში ვან გოგის, სოფელ ნუნენის გარდა, არსად იცნობდნენ, მისი ნახატები არ იყიდებოდა. 

დღის ამბები