22 დეკემბერი 2024,   09:15
ვრცლად
ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსი - ევროპული სტანდარტების მსხვილი კომპანია "ბიუ -ბიუ" 

ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსის დირექტორი და დამფუძნებელი, რეზო ვაშაკიძე, ფიქრობს, რომ მისი მთავარი წარმატება იმაშია, რომ საკუთარ ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა ქართულ პროდუქტს აწარმოებს.

დაახლოებით, 100-მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორცპროდუქტების წარმოებაში 2011 წლიდან განახორციელა. პროფესიით ბიოლოგმა ქიმიის სფეროში 1990-იანი წლებიდან საქმე რუსეთში ააწყო და წლების შემდეგ ინვესტიცია საკუთარ ქვეყანაში განახორციელა.

2011 წლიდან ქვემო ქართლში ხორცპროდუქტების მწარმოებელი, აისოს სერთიფიკატის მქონე, ევროპული სტანდარტების მსხვილი კომპანია ბიუ-ბიუ ააწყო და ამაყობს, რომ მოსახლეობას აქვს საშუალება, შემოტანილი გაყინული ხორცის ნაცვლად, ნედლი ქათამი მიირთვას.

თანამედროვე ტექნოლოგიებით, კომპიუტერით მართული სისტემა პროცესების და ხარისხის მაქსიმალური კონტროლის საშუალებას იძლევა.

დამფუძნებელი საკუთარი წარმოების ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ქვეყანაში აგროწარმოების ზრდის მისეულ მაგალითს მიიჩნევს.

ამიერკავკასიაში მეფრინველეობის ყველაზე მსხვილი ბიზნესის გარდა, რეზო ვაშაკიძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვაშლის წარმოების მფლობელია.

წარმატება, როგორც ამბობს, სწორი მენეჯმენტის შედეგია. ფიქრობს, რომ მთავარი, რაც საქართველომ უნდა გააკეთოს, საკუთარ მიწაზე ქართული აგროწარმოების განვითარებაა.

 

 

ავტორი: თაკო მესხი

დღის ამბები