20 აპრილი 2024,   13:07
ვრცლად
საქართველოს მთავარ პროკურატურაში იური ლუცენკოსა და გიორგი გოგაძის შეხვედრას ადასტურებენ

საქართველოს მთავარ პროკურატურაში უკრაინის გენერალურ პროკურორის იური ლუცენკოსა და საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის, გიორგი გოგაძის შეხვედრის ფაქტს ადასტურებენ. თუმცა, არ ავრცელებენ ინფორმაციას, განიხილეს თუ არა ამ შეხვედრაზე ექსტრადირების საკითხები.

მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი „კურიერთან“ სატელეფონო საუბარში აღნიშნავს, რომ გიორგი გოგაძე უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

„საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი გოგაძე ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა და უკრაინის გენერალურ პროკურორს იური ლუცენკოს შეხვდა, მხარეებმა ორმხირივი თანამშრომლობის ფარგლებში, ორი ქვეყნის პროკურატურებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ისაუბრებს," - განაცხადა ნათია სუხიაშვილმა.

ექსტრადირების თემაზე სასაუბროდ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის კიევში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაცია უკრაინის მთავარ პროკურატურაში დაადასტურეს.

შეხვედრა 12 იანვარს შედგა, თუმცა, ინფორმაცია მხოლოდ დღეს გავრცელდა. ამასთან, სააკაშვილის გვარი ოფიციალურ განცხადებაში ნახსენები არ არის.

თუმცა, უკრაინული მედია ვარაუდობს, რომ მოლაპარაკებების თემა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები