18 აპრილი 2024,   20:27
ვრცლად
მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურა მუხლის გადაკვალიფიცირებას შეეცდება

სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა 17 იანვარს განახლდება. მანამდე კი, მამა გიორგი მამალაძე მისმა ადვოკატმა ე.წ. მატროსოვის ციხეში მოინახულა. მიხეილ რამიშვილი განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლო სხდომებზე დასწრებას არ აპირებს.

„პროტესტის ნიშნად დატოვა სააპელაციო სასამართლო იმ თვალსაზრისით, რომ აქაც მიაჩნია, რომ მეტწილად ისევ უკანონო ქმედებას განახორციელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს საპელაციო სასამართლო," - აცხადებს რამიშვილი. 

რაც შეეხება შუამდგომლობებს, ადვოკატი აცხადებს, რომ ამ სხდომაზე ის შუამდგომლობების დაყენებას არ აპირებს, რადგან სხდომები გადადის დასკვნით ეტაპზე და პროკურატურას მოუწევს დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა.

მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ სავარაუდოდ პროკურატურა შურისძიებიდან ანგარების მუხლზე საქმის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს, რაც 10-დან 18 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

თუ გავითვალისწინებთ პროკურატურის მხრიდან არის მოთხოვნა, რომ ის, რაც ოქროს შუალედი მოსამართლემ მოძებნა და შურისძიების გადაკვალიფიცირება მოახდინა ანგარებიდან, უნდათ რომ ისევ ანგარებაზე დაბრუნდეს და უნდათ, რომ ეს სასჯელი უფრო მეტი იყოს, ვიდრე ამჟამად, უკანონოდ რაც მიუსაჯა პირველი ინსტანციის სასამართლომ,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დღის ამბები