27 აპრილი 2024,   05:21
ვრცლად
აბაშიშვილის ინფორმაციით, თეა წულუკიანმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის წევრები იუსტიციის სახლში არ შეუშვა

თეა წულუკიანმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის წევრები იუსტიციის სახლში არ შეუშვა. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა. მისი ინფორმაციით სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად იუსტიციის სახლში მისულ კომისიის წევრებს საშვები გაუქმებული დახვდათ. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით იუსტიციის მინისტრის გაღიზიანება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელიც კომისიის გაძლიერებას და უფრო გამჭირვალედ მუშაობას შეეხებოდა.

დღესვე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კომისიის თავმჯდომარედ თამარ ლალიაშვილი დაასახელა. კომისიაში 6 წევრი იმუშავებს. მათ შორის 2 ახალი წევრი, რომლებიც სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან და ეროვნული უშიშროების საბჭოდან იქნებიან წარმოდგენილები.

აბაშიშვილის თქმით იქიდან გამომდინარე, რომ კომისიის წევრებს იუსტიციის სახლის შენობაში მუშაობის გაგრძელებაზე იუსტიციის მინისტრმა უარი უთხრა, ამ დროისთვის გაურკვეველია სად გააგრძელებს მოქალაქეობის საკითხთა კომისია მუშაობას. 

დღის ამბები