20 აპრილი 2024,   03:28
ვრცლად
ჟენევის სასამართლო ბიძინა ივანიშვილის საქმეს განიხილავს

ჟენევის სასამართლო ბიძინა ივანიშვილის საქმის განხილვას შეუდგა. საქართველოს ყოფილი პრემიერი და რუსეთის ფედერაციის საბჭოს ყოფილი წევრი ვიტალი მალკინი, შვეიცარიულ ბანკ "კრედიტ-სუიზს" ქონების გაფლანგვას ედავებიან. ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ბანკმა მისი რამდენიმე ასეული მილიონი, წამგებიან ბიზნესში, მისი ნებართვის გარეშე ჩადო და აზარალა. პატიმრობაში მყოფი ივანიშვილის პირადი ბანკირიც აღიარებს, რომ უნებართვო ოპერაციებს აწარმოებდა ზარალის გადაფარვის მიზნით. "კრედიტ სუიზი" კი ირწმუნება, რომ თანამშრომლის ფარული საქმიანობის შესახებ არაფერი იცოდა.

54 წლის პატრიკ ლესკოდრონი ბიძინა ივანიშვილის პირადი ბანკირი იყო და ყოფილი პრემიერისგან 2008-2009 წლებში ანაზღაურების სახით მილიონ ნახევარი დოლარი აქვს მიღებული.

დღის ამბები