25 აპრილი 2024,   15:46
ვრცლად
მკვლელობა რუსთავში - შ.პ.ს. "ერთობის" ტერიტორიაზე მოკლული მამაკაცი იპოვეს

მკვლელობა რუსთავში - დაახლოებით 40 წუთის წინ, შ.პ.ს. "ერთობის" ტერიტორიაზე მოკლული მამაკაცი იპოვეს. "კურიერის" ინფორმაციით მოკლული სამსონ ქუთათელაძე ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე იყო. მისი ცხედარი საკუთარ კაბინეტში აღმოაჩინეს.  

როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველები ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები ჯერ კიდევ გრძელდება. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის 2 მუხლით აღიძრა, ესენია: 108-ე, განზრახ მკვლელობა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა. 

სამართალდამცველებს დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

მოკლული სამსონ ქუთათელაძე "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრია. იგი პარტიაში 2012 წლიდან აღარ იყო.

 

 

დღის ამბები