16 აპრილი 2024,   09:32
ვრცლად
"ეს თემა მაინტერესებს მაგრამ ამ თემაზე ძალიან სხვა თემები მაინტერესებს"-მმართველი გუნდი მუხთარლის საქმეზე ევროკავშირის მოწოდებას ეხმაურება

მმართველი გუნდი ევროკავშირის განცხადებას ეხმაურება. საუბარია აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადებაზე, სადაც ორგანიზაცია თბილისს მოუწოდებს საფუძვლიანად გამოიძიოს აღნიშნული საქმე.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კითხვები აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ნამდვილად არსებობს, თუმცა საფუძველი იმის, რომ ეჭვი შეიტანონ გამოძიების მსვლელობაში ამ ეტაპზე არ არსებობს. გარდა ამისა „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ მას ამ თემაზე მეტად სხვა თემები აინტერესებს.

„მე ეს თემა მაინტერესებს, მაგრამ ამ თემაზე ძალიან სხვა თემები მაინტერესებს. ანუ ეს არ არის ჩემი დღის წესრიგის საკითხი.  მე უფრო ჩემი მოქალაქეების პრობლემები მაინტერესებს,“-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ ამ საქმის გამოძიებით დაინტერესებულია.

„არის გარკვეული კითხვის ნიშნები. ჩვენ მოვისმინეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შუალედური ანგარიში ამ საკითხთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ველოდებით კიდევ შემდგომ ნაბიჯებს. იმ ეტაპზე რაც ჩვენ ვნახეთ საკმაოდ დამაკმაყოფილებელი იყო ის შედეგები რაც გაასაჯაროვა შესაბამისმა სამართალდამცავმა უწყებამ,“-განაცხადა სოფო კილაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები