20 აპრილი 2024,   18:32
ვრცლად
ავჭალის ქუჩაზე მინიმარკეტში ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს ამ დრომდე ეძებენ - დანაშაულის მოტივი უცნობია

ავჭალის ქუჩის 25 ნომერში მდებარე მაღაზიაში ცოლ-ქმარი ჩაცხრილეს. ერვანდ ტატიაშვილისა და ინგა ხუბაევის ცხედრები დილით მინიმარკეტში მისულმა დისტრიბუტორებმა იპოვეს.

ადგილობრივები ყვებიან, რომ თავდამსხმელები შენობაში სავარაუდოდ სახლის ეზოდან შევიდნენ, რადგან მეპატრონეები მაღაზიას ყოველთვის 11:00 საათზე კეტავდნენ. 66 წლის ერვანდ ტატიშვილი და მისი 51 წლის მეუღლე ავჭალის ქუჩაზე მდებარე სახლში მარტო ცხოვრობდნენ და მაღაზია სახლის ეზოშივე ჰქონდათ.

ორივე მოკლული დევნილია. ერვან ტატიშვილის სახელზე თბილისში 3, წეროვანსა და ახალგორში კი თითო-თითო სახლია რეგისტრირებული. მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით თავდამსხმელებს მინიმარკეტის დაყაჩაღება სურდათ, თუმცა გაირკვა, რომ არც მაღაზიიდან და არც სახლიდან თავდამსხმელებს არაფერი წაუღიათ.

მკვლელობიდან თითქმის 24 საათი გავიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არავინ დაუკავებია. უწყებაში არც ოფიციალური კომენტარი გაკეთებულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

დღის ამბები