20 აპრილი 2024,   07:33
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა ხაშურში - მეთორმეტე კლასის მოსწავლეები ჩხუბში მონაწილე პირების გაშველებისას მძიმედ დაიჭრნენ

ოსიაურის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში მრავლობითი ჭრილობით მიიყვანეს, ამ დრომდე მძიმეა. მას დანა სახეში ჰქონდა ჩარტყმული, მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობების გამო კი საჭირო გახდა სასწრაფო ოპერაცია. მის გარდა სამედიცინო დახმარება კიდევ 3 პირს დასჭირდა, რომლებიც რესტორან ხაშურთან მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავდნენ. სისხლიანი დაპირისპირება ხაშურის რესტორანთან მოხდა, სადაც ოსიაურის საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ორი თანაკლასელის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. თვითმხილველების თქმით ისინი რესტორანთან მოჩხუბარი მათთვის უცნობი ახალგაზრდების გაშველებას ცდილობდნენ, რა დროსაც ორი მოსწავლე მძიმედ ორი კი მსუბუქად დაიჭრა ინციდენტის თვითმხილველი მოსწავლეები დღეს გაკვეთილებს არ დასწრებიან. ისინი მშობლებთან ერთად დილიდან პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ.

ოთხი მეთორმეტეკლასელის დაჭრის ფაქტზე, ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. სამართალდამცველებმა რესტორნის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღეს. ამ დრომდე უცნობია, რამდენმა პირმა მიაყენა მძიმე ჭრილობები სკოლის მოსწავლეებს. მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები