19 აპრილი 2024,   12:58
ვრცლად
მთავარი პროკურორის მოადგილის შეხვედრა კიევის პროკურატურაში - სააკაშვილი რუსეთის სასარგებლოდ ოლიგარქების ბრძოლაზე საუბრობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირების საკითხის განსახილველად საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე კიევში ჩავიდა. დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის დეტალებზე განმარტებები არ გაკეთებულა.

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე, იური ლუცენკოს კიევში, უკრაინის მთავარი პროკურატურის შენობაში 12 იანვარს შეხვდა. მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის გასაიდუმლოებული იყო. შეხვედრის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა არც უკრაინის გენერალურ პროკურატურას არ გაუვრცელებია. საიდუმლო შეხვედრის შესახებ უკრაინელმა ჟურნალისტებმა მხოლოდ სამი დღის შემდეგ გაიგეს. შეხვედრიდან შესახებ ინფორმაცია მხოლოდ დღეს დაადასტურა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა. იური ლუცენკო ამბობს, რომ საუბარი ექსტრადირებას ეხებოდა, თუმცა კონკრეტულად ვის ექსტრადირებას უკრაინის მთავარ პროკურორს არ დაუკონკრეტებია, ეხებოდა თუ არა საუბარი სააკაშვილის ექსტრადირებას ამას არც საქართველო მთავარ პროკურატურაში ამბობენ.

მიუხედავად იმისა, რომ  არც თბილისში და არც კიევში საგამოძიებო უწყებების ხელმძღვანელები გვარებს არ ასახელებენ, უკრაინაშიც და საქართველოშიც როგორც ექსპერტები ასევე პოლიტიკოსები ოპოზიციური წრეებიდან დარწმუნებულები არიან, რომ  შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი განიხილეს.

გასაიდუმლოებულ შეხვედრას გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილიც. ოლიგარქების ბრძოლა რუსეთის სასარგებლოდ - ასე შეაფასა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა კიევში გამართულ ფარულ შეხვედრას. მას ეჭვი არ ეპარება, რომ საუბარი სწორედ მის საქართველოში ექსტრადირებას შეეხო.

ამავე თემაზე
დღის ამბები