22 დეკემბერი 2024,   10:06
ვრცლად
ბრიუსელში დღეს საქართველოს საკითხზე ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ

საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე ბრიუსელში. ალიანსის სამხედრო მეთაურების ორდღიანი სხდომა დღეს უკრაინისა და საქართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრით განახლდება.

კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ პეტრ პაველის განცხადებით, ნატოს პარტნიორებთან, საქართველოსა და უკრაიონასთან, ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები იქნება განხილული.

საუბარი ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საკითხსაც შეეხება.

დღის ამბები