27 ივლისი 2024,   03:44
ვრცლად
NDI-ის კვლევა ადასტურებს, რომ „ენმ“ ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალაა - თინათინ ბოკუჩავა

"ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეხმაურებიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კვლევის შედეგებს ენდობიან და აცხადებენ, რომ პოლიტიკური განწყობების შესწავლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური ძალა „ნაციონალური მოძრაობაა“.

თინათი ბოკუჩავას თქმით, გარდა ამისა გამოიკვეთა ისიც, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება.

„კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის ჩვენს ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალა, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ხმალამოღებული ებრძვის ჩვენს პარტიას, უკვე ხუთი წელია. ეს კვლევა ასევე აჩვენებს და ადასტურებს იმას, რომ დღითიდღე მცირდება მოსახლეობის ნდობა „ქართული ოცნების“ მიმართ, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური ძალა ვერ და არ ზრუნავს ხალხის პრობლემებზე,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

საერთაშორისო ორგანიზაციამ 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე 2300-მდე რესპოდენტი გამოკითხა. 

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 31%-ისთვის, მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს პარტია „ქართული ოცნება“ დგას.

კითხვაზე არც ერთი - 30-მა პროცენტმა უპასუხა.

„ნაციონალური მოძრაობა“ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად, გამოკითხულთა 10-მა პროცენტმა დაასახელა, „ევროპული საქართველო“ 4-მა პროცენტმა, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს“ საკუთარ შეხედულებებთან ახლოს მდგომ პარტიად 3% ასახელებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები