24 აპრილი 2024,   17:27
ვრცლად
ქალის როლი პოლიტიკაში - არასამთავრობოები NDI-ის კვლევის შედეგებს ეხმაურებიან

არასამთავრობო ორგანიზაციები NDI-ის კვლევის შედეგებს ეხმაურებიან, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა, 44% მიიჩნევს, რომ ქალისა და მამაკაცის პარლამენტში გადანაწილება თანაბარი უნდა იყოს.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ მხრივ კანონმდებლობა უნდა დაიხვეწოს, რათა ქალთა როლი და კვოტები პარლამენტსა და თვითმმართველ ორგანოებში გაიზარდოს.  

„იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებიდან ქალების გააქტიურების, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას ამ მიმართულებით. ცხადია, აქ მე ვსაუბრობ ასევე საკანონმდებლო ინიციატივებზე, ასევე კონკრეტულ რეფორმებზე, რომელმაც შედეგად შეიძლება მოიტანოს ის, რომ მეტმა ქალმა მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში,“ - განაცხადა"საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 53% პრობლემად პოლიტიკაში ქალების სიმცირეს ასახელებს, აღნიშნული პრობლემა არ არის 40%-სთვის.

დღის ამბები