16 აპრილი 2024,   23:18
ვრცლად
ამოთხრილი და გადარგული უამრავი ხე - ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ეზოში ხეებს ყველა საშუალებით ეზიდება

ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ეზოში ხეებს ყველა საშუალებით ეზიდება. ექსპრემიერმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში ასწლოვანი ხეების გადატანა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ხეებს თავიდან ქართული კომპანიები ეზიდებოდნენ. უკვე მეორე წელია, ეს საქმე ივანიშვილმა თურქულ კომპანიებს მიანდო.

მოთხრილი მცენარეები დიდი ტრაილერებით გადააქვთ. არსებული ინფრასტრუქტურა მძიმე ტექნიკას ვერ ატარებს, ამიტომ გზის მიმდებარედ ხშირად იკაფება ხელისშემშლელი ხეები.   

ლაითურიდან ურეკამდე მიმავალ 32-კილომეტრიანი გზის პერიმეტრზე ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის მიერ მთლიანი ქარსაფარი ზოლი გაიკაფა. ამ დროისთვის გურიაში სულ გაკაფულია 4 500 ხე, მათ შორის მრავალწლოვანი ხეები.

გადასატანი მცენარეების უმრავლესობა, რომელიც ექსპრემიერს სახლში მიაქვს, სხვადასხვა ტყის შუაგულშია, ამიტომ სასურველ ადგილამდე მისასვლელი გზები შუა ტყეში კეთდება, რასაც ასევე ათეულობით მრავალწლოვანი ხე ეწირება.

სამეგრელოში ხეების გაჩეხვა მუნიციპალიტეტის ფულით დაფინანასდა.

სოფელ ხუცუბანიდან გადაირგო 5 ძირი ასწლოვანი ევკალიპტის ხე, რისთვისაც მოიჭრა 4 ძირი ასევე ასწლოვანი, ჯანსაღი ევკალიპტის ხე, შუაზე გადაიჭრა 4 და ჩამოისხლა 60 ძირი.

დაბა ოჩხამურიდან ექსპრემიერმა ევკალიპტის ხე გადარგო. ამისთვის მოჭრა 3 ძირი ასწლოვანი ევკალიპტი.

სოფელ ციხისძირიდან 33 ხის გადარგვას 100-ზე მეტი სხვადასხვა უნიკალური ჯიშის ხე შეეწირა. სამუშაოების გამო, ციხისძირის სანერგე მეურნეობა უკვე დაჭაობებული და გადათხრილია.

დაბა ჩაქვში, მიგინეიშვილი ქუჩის ბოლოს, უმაღლეს საბჭოსთან ახლოს, მთლიანად განადგურდა ე.წ. კამფორის ტყე.

გელაურის დასახლებიდან გადაიტანეს 1 ძირი ევკალიტის ასწლოვანი ხე, რისთვისაც მოიშალა მიმდებარედ ინფრასტრუქტურა.

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან მოჭრილია 15 წაბლის ხე, 8 ფიჭვის, 100 კლიპტომერია, 20-ზე მეტი ქაფურის ხე.

 

დღის ამბები