25 აპრილი 2024,   16:40
ვრცლად
ადიგენის რაიონის სოფელ არზნეში სკოლა ადგილობრივის საცხოვრებელი სახლის ერთ ოთახშია განლაგებული

ადიგენის რაიონის სოფელ არზნეში სკოლა ადგილობრივი თინა შაინიძის სახლის ერთ ოთახშია განთავსებული. ამისთვის მას განათლების სამინსიტრო სულ 40 ლარს უხდის.

პირველი და მეორე კლასის მოსწავლეებს გაკვეთილები ერთ, რვა კვადრატულ ოთახში უტარდებათ.

თინა შაინიძე სკოლის შენარჩუნებას ცდილობს და თვლის, რომ მაღალმთიან არზნეში სკოლის გაუქმება დაუშვებელია.

არზნეში, სადაც 18 კომლი ცხოვრობს, ექვსი პირველ კლასელი უკვე დარეგისტრირდა. დაწყებითი სკოლის მოსწავლეების მშობლებს შვილების მეზობელ სოფელში გადაყვანა არასოდეს უფიქრიათ. ისინი ადგილობრივი სკოლისათვის ახალ ფართს ითხოვენ.

არზნეს დაწყებითი სკოლა სოფელ მლაშეს საჯარო სკოლის ნაწილია, სადაც მუნიციპალიტეტს უფროსკლასელები ტრანსპორტით დაჰყავს.

არ არის გამორიცხული, სოფელი, სადაც არც მაღაზიაა, არც გზა, არც გაზი არც ამბულატორია და საბავშვო ბაღი, მალე სკოლის ოთახის გარეშეც დარჩეს.

დღის ამბები