04 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
გიორგი ჭანტურიამ პოლიციის სამმართველო 7-საათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა

გიორგი ჭანტურიამ ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველო 7-საათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა.

„გამოძიებას დამატებითი კითხვები ჰქონდა, რომელსაც ვუპასუხე,“ - განაცხადა ჭანტურიამ ჟურნალისტებთან. თუმცა, კითხვები და პასუხები არ დაუკონკრეტებია.   

გუშინ გიორგი ჭანტურიას და მისი მეუღლის საცხოვრებელ სახლებში, რუსთავსა და თბილისში, განმეორებითი ჩხრეკა ჩატარდა. ამის შემდეგ კი, გიორგი ჭანტურია, მისი მეუღლე და და - მარიამ ჭანტურია, გამოკითხვაზე დაიბარეს. 

შეგახსენებთ, გიორგი ჭანტურია 16 იანვარს გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დააკავეს, რომელიც მოკლული 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე იპოვეს. ის, თითქმის, 40 საათის განმავლობაში იყო დაკავებული, რის შემდეგაც გაათავისუფლეს. 

 

 

დღის ამბები