22 დეკემბერი 2024,   09:59
ვრცლად
ლანჩხუთში, დაყაჩაღების მიზნით, სახლში შესულმა სამმა პირმა 45 წლის ქალი აწამა

ლანჩხუთის რაიონის სოფელ ქვიანში ბოროტმოქმედებმა 45 წლის ქალი აწამეს.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დანებით შეიარაღებული სამი პირი თავს დაესხა სახლში მარტო მყოფ ქალს.

დაზარალებულის ინფორმაციით, ბოროტმოქმედები მას რამდენიმე საათის განმავლობაში უსწორდებოდნენ და ოქროსა და ძვირფასეულობას სთხოვდნენ. ბოლოს კი სასტიკად ნაცემი, წებოვანი ლენტით სკამზე დააბეს და წავიდნენ. დაბმული ქალი თანასოფლელებმა მხოლოდ მეორე დღეს იპოვეს.

დაზარალებული ამბობს, რომ ინფორმაციის გასაჯაროების შემთხვევაში, თავდამსხმელები მას სახლის გადაწვით დაემუქრნენ.

„სახეში მირტყეს ხელები, ფული გაქვს და მოგვეციო. მივეცი, რაც მქონდა. იმ დილას გოჭი გავყიდე და იმის ფული მომიტანეს 380 ლარი და მე ვუთხარი, მანდ არის საფულეში მეთქი,“ -აცხადებს დაზარალებული.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. 

დღის ამბები