19 აპრილი 2024,   12:34
ვრცლად
ტერორიზმის დაფინანსება, მხარდაჭერა - სუს-მა ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების დახმარებისთვის ერთი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერის ან რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებული ახმედ ჩატაევსა და მისი დაჯგუფების წევრებს თურქეთ-საქართველოს  საზღვართან გადაადგილებაში ეხმარებოდა. 

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დღეს, თბილისში, დაკავებულ იქნა საქართველოს მოქალაქე ანატოლი ბერძენიშვილი.

"გამოძიების ამ ეტაპზე  დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად, ახმედ ჩატაევს და  მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის  მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში.

"გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის  მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას ,ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად  17 დან 20 წლამდე  ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."

დღის ამბები