26 აპრილი 2024,   17:07
ვრცლად
51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმე - ბრალდებულთა ადვოკატები ჩხუბში მონაწილე 23-მდე ახალგაზრდის სახელის გასაჯაროებას ითხოვენ

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულთა საქმეზე პროკურატურამ დღეს სასამართლოზე დამატებითი მტკიცებულებები წარადგინა. ექსპერტიზის დასკვნების შინაარსზე საჯაროდ არ საუბრობენ, თუმცა ბრალდების მხარის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ დღეს წარდგენილი დოკუმენტები განსასჯელთა წინააღმდეგ დამატებითი მტკიცებულება იქნება. დოკუმენტების განხილვას სასამართლო მოწმეთა დაკითხვის შემდეგ დაიწყებს. მანამდე კი 24 იანვრის მხარეთა შესავალ სიტყვებს მოისმენს.

მთავარი კითხვები კი 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეში ადვოკატებს მკვლელობის იარაღთან და დანაშაულში მონაწილეთა რაოდენობასთან დაკავშირებით აქვთ. ბრალდებულთა ადვოკატები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და ითხოვენ ორი დაკავებულის გარდა ჩხუბში მონაწილე 23-მდე ახალგაზრდის სახელის გასაჯაროებას. დაცვა და ბრალდება მკვლელობის იარაღის რაოდენობაზეც ვერ თანხმდებიან. ადვოკატები დარწმუნებული არიან, რომ დავით სარალიძეს და ლევან დადუნაშვილს ათეულობით სასიკვდილო ჭრილობა ორზე მეტი დანით მიაყენეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები