25 აპრილი 2024,   18:16
ვრცლად
გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკითხული გიორგი ჭანტურიას და ამტკიცებს, რომ მას უთვალთვალებენ

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. მათ შორის განიხილება ვერსია, რომ მკვლელობის დღეს გიორგი ჭანტურიამ, რომელიც ბაზრიდან სახლის მიმართულებით გადაადგილდებოდა დიდი სიჩქარით, გაანადგურა ის სამოსი, რომელიც ეცვა იმ დღეს, როდესაც გენერალი მოკლული ნახეს. ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ჭანტურიას ადვოკატი და ამბობს, რომ ის ვერ მოასწრებდა ტანსაცმლის განადგურებას, რადგან როგორც კი მკვლელობის შესახებ შეიტყო, ის ბაზრის ტერიტორიაზე მივიდა.

"გიორგი ჭანტურიას როგორ შეიძლება მოესწრო ტანსაცმლის დაწვა, დენთის კვალის გაქრობა, გიორგი ჭანტურიამ როდესაც შეიტყო, რომ სამსონი იყო გარდაცვლილი, ის მივიდა ბაზრობის ტერიტორიაზე, იქ გარკვეული პერიოდი გაჩერდა. ამის შემდეგ  მამასთან ერთად წამოვიდა მანქანით რაც ასევე დაფიქსირებული იქნება სავარაუდოდ კამერებზე. გიორგი იყო იგივე ტანსაცმლით რაც წინა დღეს ეცვა და გიორგი სურდა რომ ნებაყოფლობით მიეცა ჩვენება. თუმცა ჩემი ეჭვი და სავარაუდო იმისა რომ შესაძლოა აი ამ ტანსაცმელზე რაიმე მტკიცებულება აღმოჩენილიყო შემდგომში ეს იყო გამყარებული იქიდან გამომდინარე,რომ მრავალი საათის განმავლობაში გიორგი ჭანტურიაზე ხორციელდებოდა ზეწოლა,“-განაცხადა ადვოკატმა ანა კეკელიძემ.

გიორგი ჭანტურიას და, მარიამ ჭანტურია კი აცხადებს, რომ მასზე ხორციელდება თვალთვალი.

„მუდმივად უკან დამყვება ჯიპის ტიპის ავტომობილი და ყოველი ჩემი ნაბიჯი კონტროლდება. ეს ჯიპის ტიპის ავტომობილებია, სადაც 4-5 ადამიანი ზის,“-განაცხადა მარიამ ჭანტურიამ.

მან ასევე ისაუბრა იმ უთანხმოებაზე, რომელიც გიორგი ჭანტურიასა და მოკლულ სამსონ ქუთათელაძეს შორის იყო.

„ეს უთანხმოება იყო, როგორც ჩემი ძმისგან გავარკვიე ძალიან ისეთი, რაზეც მაშინვე შეთანხმდნენ. უთანხმოება მას სწორედ მეწილეებთან და ბაზრის ფინანსურ დირექტორთან ჰქონდა. სულ მუდმივ კონფლიქტში იყვნენ ისინი,“-განაცხადა მარიამ ჭანტურიამ.

ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები