22 დეკემბერი 2024,   10:17
ვრცლად
"რადიო თავისუფლების" სათაო ოფისი ქართულ ბიუროს "რუსთავი 2"-თან თანამშრომლობას აიძულებს - BBG Watch

BBG Watch ვაშინგტონისა და თბილისის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ "რადიო თავისუფლების" სათაო ოფისი ქართულ ბიუროს "რუსთავი 2"-თან თანამშრომლობას აიძულებს. BBG Watch-ის ცნობით, "რადიო თავისუფლების" ქართული სამსახურის ჟურნალისტები ჩივიან, რომ ღია, კოლეგიური დისკუსიის ნაცვლად, ისინი მენეჯმენტის მხრიდან გაუმჭვირვალე კრიტიკის სამიზნე არიან ანონიმური ექსპერტების საშუალებით.

მენეჯერები აცხადებენ, რომ ამ ექსპერტებთან თანამშრომლობენ, თუმცა მათი ვინაობა სამსახურისთვის უცნობია.

ამერიკული გამოცემის თქმით, ქართული ბიურო კატეგორიულად ეწინააღმდეგება მსგავს თანამშრომლობას, რადგან მათი აზრით, ამით "რადიო თავისუფლების" მიმართ ნდობა გაქრება.

„რუსთავი 2"-სთვის მოულოდნელი იყო მსგავსი შინაარსის სტატია და რაიმე კავშირის არსებობა სამაუწყებლო კომპანიასა და "რადიო თავისუფლებას" შორის.

"რუსთავი 2"-ის წარმომადგენელები განცხადებას აბსურდულს უწოდებენ.

„რუსთავი 2-ში“ "რადიო თავისუფლებასთან" კონტაქტის მხოლოდ ერთადერთ შემთხვევას იხსენებენ, როცა საზოგადოებრივმა მაუწყებელზე "რადიო თავისუფლებასთან" ერთობლივი პროდუქცია დაიხურა, მათ შორის გოგი გვახარიას გადაცემაც. "რადიო თავისუფლება" პროგრამების განსათავსებლად ალტერნატიულ წყაროს ეძებდა, მომლაპარაკებელთა შორის "რუსთავი 2"-იც იყო.

„რუსთავი 2"-ში ამბობენ, რომ "რადიო თავისუფლებიდან" წარმომადგენელი მივიდა მათთან, სამაუწყებლო კომპანიამ მათ მხოლოდ უფასო საეთერო დრო შესთავაზეს, ფინანასური უზრუნველყოფა კი "რადიო თავისუფლებას" უნდა მოეხდინა. საბოლოო ჯამში უსასხრობის გამო, მოლაპარაკება ვერ შედგა.

„მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დახურა ერთობლივი პროექტი, რომელიც კეთდებოდა "რადიო თავისუფლებასთან" ერთად, ეს იყო ორი გადაცემა. "რადიო თავისუფლებამ" დაიწყო ძიება იმ პლატფორმების, საიდანაც შეიძლებოდა ამ ორი გადაცემის გაშვება, მათ შორის ჩვენც მოგვმართეს. ჩვენ გვქონდა შეხვედრდა და მიმოწერა. თავიდანვე განვაცხადეთ, რომ მხოლოდ ერთ პროექტში ვიყავით დაინტერესებულნი და ვთქვით, რომ ჩვენ შეგვეძლო მხოლოდ უფასო საეთერო დროის უზრუნველყოფა და დანარჩენი ხარჯები "რადიო თავისუფლებას" თავის თავზე უნდა აეღო. ეს ჩვენი მოლაპარაკება იმით დასრულდა, რომ "რადიო თავისუფლებამ" პროექტის ფინანსური უზრუნველყოფა ვერ განახორციელა და მოიძიეს სხვა პლატფორმა, როგორიც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი და მას მერე "რადიო თავისუფლებასთან" კონტაქტი არ გვქონია,“- განაცხადა „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაკაშიძემ.

 

დღის ამბები