22 დეკემბერი 2024,   10:29
ვრცლად
„სტამბოლის ბაზრობის“ ყოფილი მოწილე გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ფარგლებში დაკითხული ერთ-ერთი მოწმის ჩვენებას უარყოფს

„სტამბოლის ბაზრობის“ ყოფილი მოწილემ დავით ბლუაშვილმა რამდენიმე წუთის წინ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა. მისი თქმით, პოლიციაში მედიაში გაკეთებული კომენტარების შემდეგ კიდევ ერთხელ დაიბარეს.

„სტამბოლის ბაზრობის“ ყოფილი მოწილე გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ფარგლებში დაკითხული ერთ-ერთი მოწმის ჩვენებას უარყოფს. აღნიშნული მოწმე აცხადებს, რომ დავით ბლუაშვილი სამსონ ქუთათელაძეს ემუქრებოდა.

დავით ბლუაშვილი აცხადებს, რომ სამსონ ქუთათელაძეს არ დამუქრებია.

„აბსოლუტურად იდეალური ურთიერთობა გვქონდა. ამ შეხვედრებს ესწრებოდა ცხოვრებაძე მამუკა, დირექტორი, ჩემი იურისტი, საქმის კურსში იყო ბუღალტერი, თავად ბატონი სოსო და სოსოს შვილი,“ - განაცხადა დავით ბლუაშვილმა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები