19 აპრილი 2024,   14:34
ვრცლად
ლოს-ანჯელესში ოსკარის ნომინანტები დაასახელეს

ლოს-ანჯელესში ოსკარის ნომინანტები დაასახელეს. მთავარ ნომინაციებში 5 ფილმი ლიდერობს. მათ შორისაა გილერმო დელ ტოროს "წყლის ფორმა," რომელიც ყველაზე მეტ - 13 კატეგორიაშია წარდგენილი.

ქალებს შორის წლის საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში ოსკარის მიღებას შეეცდებიან სელი ჰოკინსი, ფრენსის მაკდორმანდი, საშა რონანი და მერილ სტრიპი.

მამაკაცებს შორის კი ამავე კატეგორიაში დასახელდნენ დენიელ დეი ლუისი, დენზელ ვაშინგტონი და გარი ოლდმენი, რომელიც ფილმში "ბნელი საათი" უინსტონ ჩერჩილს ასახიერებს. ეს ფილმი 6 ნომინაციაზეა წარდგენილი.

7 ოსკარის მოპოვებას შეეცდება დრამა - "სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე," რომელიც ოქროს გლობუსის გამარჯვებულიც გახდა.

ოსკარის რიგით 90-ე დაჯილდოების ცერემონია ჰოლივუდის დოლბის თეატრში 4 მარტს გაიმართება. 

დღის ამბები